“ექვსი დღეა. რაც ციხე დავტოვე…” – რა სიურპრიზი გაუკეთეს ამერიკის ელჩს იან კელის

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან კელს უფლისციხის ერთ-ერთ რესტორანში საოცარი სიურპრიზი დახვდა. ქართველმა მსჯავრდებულმა, რომელიც ახლა შეფ-მზარეულია უთხრა, რომ ამერიკის საელჩოს პროგრამამ სამსახური აჩუქა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს.

“ბატონო ელჩო, რაღაც მინდა გითხრათ. სულ რაღაც ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე. ამერიკის საელჩოს ჰქონდა ექვსთვიანი პროგრამა მსჯავრდებულთათვის, სადაც ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი კულინარიას გვასწავლიდა. ის, რომ მე აქ ვმუშაობ თქვენი დამსახურებაა. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ”- უთხრა კელს ყოფილმა მსჯავრდებულმა.

ირაკლის ისტორიამ უზომოდ გაგვახარა და მასთან ერთად ამ პროექტის თითოეულ მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ” – წერს აშშ-ს საელჩო ფეისბუქ გვერდზე.

ნიუპოსტი