“ერთ დროს ნაციონალებთან მებრძოლი და ამაყი ქალი ასე როგორ დაეცი, თაკო”- ბაია ამაშუკელის ღია წერილი თაკო ჩარკვიანს

პუბლიცისტი და პოეტ რეზო ამაშუკელის ქალიშვილი ბაია ამაშუკელი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილ, ასევე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს ღია წერილით მიმართავს, რომელიც ბოლო პერიოდში, რეზო ამაშუკელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხება. წერილი “საერთო გაზეთში” დაიბეჭდა.


ამ წერილის დაწერა საჭირო არ გახდებოდა და ყველაფრის წყნარად, ტელეფონით გარკვევა იყო შესალებელი. მით უფრო, რომ მე და თაკო ჩარკვიანი პირველი წელია არ ვიცნობთ ერთმანეთს და არც ერთმანეთის მტრები ვყოფილვართ აქამდე.

ჩემო თაკო, მართალი გითხრა, ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა პასუხი შენთვის, იმ უსაფუძვლო ჭორიკნობასა და ცილისწამებებზე, (სხვა რა ვუწოდო), რაც სოციალური ქსელის მეშვეობთ ფართო საზოგადოების განხილვის საგანდ აქციე. პასუხის ღირსად მართლა არ გთვლი.

ამასაც, მომავალი თაობისთვის და ჩემი შვილიშვილებისთვის უფრო ვწერ, რათა ინტერნეტისა და სოციალური ქსელის ბინძურმა ეპოქამ, სწორი ინფორმაცია შემოუნახოს მომავალს.

ამ წერილითაც, შენთან ნებისმიერ პოლემიკას წერტილს ვუსვამ. ვიცი, რომ პასუხის გაცემასაც აუცილებლად ეცდები ნაციონელების რომელიმე სააგენტოსა, თუ ახლა უკვე თავიდან დამეგობრებული შენი ყოფილი მტრების სატელევზიო ეთერიდან, რომელიც შენივე სიტყვებით, ტელეკომპანია „მზერადან“, ვანო ჩხარტშვილს, ჯანსუღმა, შენს გამო გააგდებინა.

თავსაც ტყუილად ნუ დაიღლი და მაყურებელსაც ნუ შეაწუხებ შენი მაღალფარდოვანი სენტენციებით. რეზოს მისამართითაც, ნაციონალური სექტის მიერ დაწერილი ნებისმიერი პუბლიკაციისა და პასკვილის უკანაც, დღეიდან უკვე“ შენს აჩრდილს“ ამოიკითხავს ქართული საზოგადოება.

საზოგადოებას კი, განუმარტავ, რომ არც თაკო ჩარკვიანი დაბადებულა პუბლიცისტად და არც მე. ორივეს, ბედკრული საქართველოს ქართველი პოეტების შვილობა გვარგუნა უფალმა ბედად. თუმცა, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ორთავეს.

ხელოვანთა შორის, მხატვრების, კომპოზიტორების, თუ ლიტერატორების, შემოქმედებითი პაექრობის ფაქტებიც მრავლად ახსოვს ისტორიას, მაგრამ, არასდროს, არცერთი მწერლისა და პოეტის ოჯახის წევრს ბინძური საცვლებივით არ აუქოთებია და საყოველთაო ალიაქოთის საგნად არ გაუხდია ეს, ისე, როგორც ეს შენ მოახერხე.
დამსახურებებიდან გამომდინარეც, ვფიქრობ, ჯასუღ ჩარკვიანსა და რეზო ამაშუკელს, ერთმანეთთან საპაექრო და გასაყოფი, არც „საბას“ პრემიის ლაურეატობა და არც სხვა რამ არა აქვთ.

იქნებ ვცდები?! ერთადერთი სამშობლოა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ორივეს ძალიან უყვარს და მისი გადარჩენის განსხვავებული პორზიციაც, ცილისწამების ბინძური კამპანიის საფუძველს არ უნდა წარმოადგენს. თუ რასაკვირველია, ნაციონალების მსგავსად, რეზოს მიმართ, შენც ანალოგიური მეთოდებით არ დაიწყე უკვე ბრძოლა.

პოეტის შვილობაც დიდი პასუხისმგებლობა რომაა, დამეთანხმები, რომ ამაზეც ბევრჯერ გვსაუბრია მე და შენ. ისე, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რას მიაღწიე და რა მოიგე ამ ყველაფრით?! იმის გარდა, რომ ჩარკვიანების ოჯახის მტრებიც გულიანად აცინე და რეზო ამაშუკელიც უსამართლოდ ალანძღინე ვიგინდარებს?! დავიჯერო გულზე მოგეშვა?! მეც, გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში „თქმა სჯობდა, არა თქმასა“, რადგან „თქმითა“, თუ გაბოროტებული პროვოკაციით, უკვე იმაზე მეტი დააშავე, ვიდრე შესაძლებელი იყო და მომავალშიც შეიძლება დაშავდეს.

დავით მხეიძის ეს ავადსახსენებელი წერილი მეც წავიკითხე. თუმცა, მოსაწონი და გულის მოსაფხანი, შიგ ვერაფერი ამოვიკითხე. შენს მიერ ატეხილი სკანდალის შემდეგაც, ხელახლა, რამოდენიმეჯერ გადავიკითხე- “ქნებ გამომრჩა და მართლაც წერს მხეიძე, რომ რეზოს რჩევას დაჰყვა და ეს წერილი დაწერა-თქო“.

თუმცა, „სგუსჩონკასთან მიმართებაში“ ნახსნები ციტატის გარდა-მსგავის ვერაფერი ვნახე?! შენ რომელ სტრიქონებს შორის ამოკითხე და რომელ ცუდ სიზმარში ნახე თაკო მხეიძისათვის მიცემული რეზოს რჩევა და მითითება, იმ ინტელიგენციისა და თაობის წარმომადგენელზე დაწერილ წერილში, რომლის წევრიც თავადაც იყო და არის რეზო?! რაღაც, ძალიან „ჩემი შენ გითხარიოს„  წაგავს მთელი ეს კამპანია?! ტალახის შესხმა და სხვების წარსულის ქექვა კი, არც პუბლიცისტიკაა და არც ჟუნალისტიკა.

თუმცა, დღევანდელ საქართველოში, მართლაც რომ „ყველაფერი მოსულა“. დათო მხეიძეზეც, „ლაზარეს“ შეკრებაზე რეზოს მიმართ განხორციელებული დემარშის შემდეგ, ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა.

მიმაჩნია, რომ დემარშის დროსაც ვიღაცის დავალებას ასრულებდა და ამ წერილითაც იგივე გააკეთა. იმიტომ, რომ თუ (როგორც თავად წერს) ორი წელი ინახავდა ამ წერილს, რაღა მაინცადამაინც ახლა მოუნდა მისი გამოქვეყნება. ჯასუღ ჩარკვიანს, ორი წლის შემდეგ, ასაკი დააკლდებოდა თუ ჯანმრთელობა მოემატებოდა? ასე, რომ თუ ორი წლის წინ ამის გამო შეიკავა მხეიძემ თავი, არც ახლა უნდა დაებეჭდა ის. ამასთან, ორი წლის წინ, ჯანსუღ ჩარკვიანსაც, ამ „რუსულმანებზე“ არაფერი უთქვამს. გამოდის, რომ წერილი საგულდაგულოდ, ახლა, გრიგოლიას გადაცემაში მისი ყოფნის შემდეგ დაიწერა და „რუსულმანებიც“ ორი წლის წინ დაწერილ პუბლიკაციაში ვერანიარდ მოხვდებოდა.

სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა ჩემთვის თაკო შენი მხრიდან ამ წერილის ასეთი ფორმითა და თანაც რეზოსთვის მიწერა.

გეტყვი იმასაც, რომ არაერთი უხამსი წერილი და გამონათქვამი დაწერილა და დაბეჭდილა რეზოს მისამართითაც, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის რეზოზე ნათქვამადაც მიუწოდებიათ მისთვის. (ბოროტ ადამიანებს რა დალევს),მაგრამ თუ ნაციონალების ინფორმატორობას მიჰყავი ხელი ივანიშვილზე განაწყენებულმა, სიმართლესთან მიახლოვებული ისეთი ინფორმაცია მაინც მიაწოდე მათ, თავი სამართლებელად და მათ დასაცად რომ არ გაიხადო?! (იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციებზე მისულს, „წითელ ინტელიგენიცას“ გეძახიან მაინც და სოციალურ ქსლებში დაგცინიან. სიცრუის გავრცლება არ მჩვევია.

შედი და თავად ნახე.) თუმცა, ენების მოტანის მიუხედავად, არასდროს, თავშიც არ გამივლია, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი მსგავსის მკადრებელი შეიძლება ყოფილიყო.

მითხარი თაკო, მეც და ჩემს ოჯახსაც უნდა დაგვეჯერებინა ეს?! საერთოდ, ადამიანი სხვაზეც იჯერებს იმას, რისი მკადრებელიც თავადაა. ან, თუ ნაციონალები საამებლად, შენი დაწერილი არ არის, შენს ადგილას, გავაპროტესტებდი მაინც, მაგრამ, სჩანს, ნაციონალების მსგავსად, საზოგადოების თვალში რეზოს მორალური დიკრედიტაცია შენც გაძლევდა ხელს.

მხეიძის წერილის გამო „ნიუპოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ (თურმე შენს მიწოდებულ) ინფორმაცისა და წერილზეც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ის, არათუ დაკვეთილი, არამედ, პირადად თაკო ჩარკვიანის დაწერილიაო.

არ მეჯერა. მითუფრო, წერილის ყოვლად დაუსაბუთებელი აბსურდული შინაარსის გამო. განაციონალებული ბაჩუკი ქარდავას სააგენტოში, „საკუთარი გაზეთის“ პატრონს, „ანონიმურად“, თანაც ასეთი არა კომპეტენტური და ცილისმწამებულური წერილის დასაწერი ნამდვილად არაფერი გჭირდა.

ან ასე, რამ შეგაძულათ მთელ ოჯახს რეზო, რომ ნაციონალები გაიხადე თანამოაზრედ?! ვიცი, კარგად რომ გახსოვს, მაგრამ მაინც შეგახსენებ დიდი ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“.

ერთ დროს, ნაციონალებთან მებრძოლი და ამაყი ქალი ასე როგორ დაეცი თაკო…….ან, თუნდაც, შესანიშნავ ქალბატონს, შენს დედას, ირმას როგორ არ დაეკითხე აზრს, სანამ ასეთი ფორმით წამოიწყებდი ცილიმწამებლურ ომს და თანაც მტკნარ სიცურეს, 85 წლის ჯანსუღ ჩარკვიანის მკვლელობის მცდელობად გაასაღებდი? ღმერთის მაინც არ შეგეშინდა?!

კიდევ ის რაღაც აბსურდი ირმა დეიდას მშობლების ბინაზე… სულ გაგიჟდი?! რამხელა ტყუილს ამბობ, რომ წერილში მხეიძე საუბრობსო, რომ „ამაშუკელმა უთხრა ესა თუ ის დეტალიო“. სად ამოიკითხე ეგ, თუ რეზოს სიძულვილმა და ბოღმამ, მართლა ასე დაგიბნელა გონება?! ტელევიზია-ტელევიზია დადიხარ ექსპერტად და პუბლიცისტად და ნაწერი ვერ ამოგიკითავს რიგიანად?! რეზო თავად, ვერც ქალბატონ ირმა ჩხეიძეს დაურეკვდა, იმიტომ რომ იმ ინფორმაციას, რომელიც თურმე „გავრცელდა“ რეზომდე არ მოუღწევია და ის არც სოციალური ქსელების მომხარებელია.

შენ თუ ეტყოდი, რა ინფორმაციასაც ავრცელებდი ნაციონალების საამებლად, შესაძლოა, საქმის კურსშიც ჩამდგარიყო. იქნებ, ვინც ასეთ „წერილებსა და ვიდეოებს გაწვდის“, მათთან გაგერკვია სიმართლე?! ცნობისთვის, მწერალთა კავშირისთვის ბინა არც რეზოს უთხოვია და ბაბუაჩემის ნაყიდ ბინაში გავიზარდე მეც. სად ამბობს მხეიძე „მარტო კი არ ვიდექი, ბატონი რეზოც ჩემს გვერდით იყოო“. ეჰ თაკო, თაკო…. შენი „მომწოდებლებიც“, ასევე გავრცელებული ახლა უკვე ჩემი ინფორმაციით, ყველასათვის კარგად ცნობილი იმ „ცნობილი ნაკადულის ანკარას წყაროდანაა“, რომელსაც შენი მხურვალე მხადამჭერი ნანუკა ჟორჟოლიანიც ეწაფება და ემეგობრება აგრერიგად.

რეზოსადმი საშინელი ბრალდების აბსურდულ არგუმენტად მოგყავს ფაქტი, რომ გარდაცვლილი მწერლის შვილზე რეზომ რაღაცეები თქვა და დაწერაო. რატომ გავიწყდება, რომ მაგ გარდაცვლილი მწერლის შვილსა და სიძეს საკმაოდ მაღალ თანამდებობი ეკავათ ხელისუფლებაში.

საბოლოოდ კი, იმ „ხელის კბენა“ დაიწყეს რომელიც „ძღომამდე აჭმევდა“ და „ქვესკნელში ჩასული“ მათი პარტია სახელმწიფო პოლიტიკის ასპარეზზეც გაიყვანა?! უმადურობა ძალიან ცუდი თვისებაა თაკო?! თანამდებობის პირს კი, (ზნეობრივ საზოგადოებაში) „საზოგადოებირივი მორალისა და ზნეობის სასამართლოს“ გავლაც რომ უწევს- ფაქტია. თანაც, რეზო კი არა, მთელი თბილისი საუბრობდა მაგ გარდაცვლილი მწერლის შვილის უზნეობაზე.

ალასანიას მომხრეობა თუ შენ ამ საქციელის გამართლების საფუძველს გაძლევს-შენს მორალზე იყოს და ეს რეზოს ბრალი არ არის. მავანისთვის არც სხვისთვის ქმრის წართმევა და ოჯახის დანგრევაა საძრახისი, მავანი კი- თანამდებობაზე ყოფნისას, ქმრის ღალატსაც არად დაგიდევს.

ასეთებს, ჩემი აზრით, (შენი არ ვიცი ) საზოგადოებისთვის მორალის კითხვის უფლება არ გააჩნიათ!

არ მეჯერა, რომ ამ ბინძური კამაპანიის უკან მართლა შენ თუ იდექი, მაგრამ ჟურნალ „სარკეში“ მიცემული შენი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, მივხვდი, რომ ვცდებოდი. „მისი ( თაკოს) აზრით, მხეიძის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის მითითებითა და რჩევით დაიწერაო“- წერია. ჩემო თაკო, ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა, ცილისწამებას თუ არ დავარქმევთ და ამაზე კი, „ღირსებისა და პატივის შელახვისთვის“ პასუხისმგებლობაც ეკისრება ადამიანს.

„კალამი“ და წერა კი, პირველ რიგში, მართალი სიტყვის მსახურებას გულისხმობს. „გარემოების საყვირი“ ვარო- ძია ჯანსუღისგან არაერთხელ მსმენია. პოეტის ფუნქციაც სწორედ ესაა. თუმცა, შენს მიერ წამოწყებული ამ ამაზრზენი კამპანიით, „ნაციონალების საყვირად“ რომ იქეცი თუ ხვდები ამას?! ამიტომ, „სარკეში“ გაცემული შენი პასუხებიც, სიტყვასიტყვით ემთხვევა განაციონალებული ქარდავას „ნიუპოსტის“ სტატიას.

ამასთან, (ალბათ შენივე ინფორმაციაზე დაყრდნობით, (სწორედაც, რომ) “ინფორმატორი ზუსტად იგივეა, რაც დამკვეთიო“-ესეც შენი სიტყვებია.) თურმე, მხეიძის წერილისა და ძია ჯანსუღის ცუდად გახდომის შემდეგ დაურეკავთ რეზოსთვის საყვედურით…. შემდეგ, ამას მოყვება ვითომ ის სისულელე, რაც ღმერთმა იცის საიდან მოიტანე….. ისე უაპელციოდ ამტკიცებ რეზოს „ბრალეულობას“, რომ ალბათ მასთან ტელეფონით მოსაუბრის ვინაობასაც, ასეთივე შემართებით ამცნობ საზოგადოებას.

მართალს, რომ ამბობდე და ზუსტი ინფორმაცია გქონდეს, აუცილებლად დაასახელებდი დამრეკს. ახლა კი, იქამდე მიიყვანე სიტუცია, საზოგადოების თვალში ცილისმწამებლისა და მატყუარას სახელის დამკვიდრება თუ არ გსურს, იძულებული ხარ დაასახელო წყარო. რადგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის პირველ რიგში თქვენს ოჯახს შეატყობნებდა ამას და შენც აუცილებლად გეცოდინება მისი ვინაობა.

ისე, რა დღეში ჩაიგდე თავი და თუ ხვდები?! თქვა კიდეც რეზომ- „გადამოწმდეს ჩემი სატელეფონო საუბრებიო“ „რეზოს დაურეკეს და მან ასე და ასე უთხრა თურმე…..“, რაღაც ძალიან წააგავს ეს 37 წლის „ენკავედესა“ და ნაციონალების მეთოდებს, როდესაც ცილისწამება ღირსეული ადამიანების დადანაშაულების მთავარ მეთოდად იქცა.

სწორედ, ეს „თურმე“ იყო, უამრავი უდანაშაულო ადამიანის დახვრეტებისა და გაციმბირების საფუძველიც მაშინ! ან ჩემთან დარეკვა და ინფორმაციის გადამოწმება თუ არ იკადრე და ისურვე, საერთო ნაცნობების მეშვეობითმაინც შეიძლებოდა ამის გარკვევა  არ გინდოდა …. სკანდალი გერჩივნა…. ან ჯანსუღ ჩრკვიანის ცუდად გახდომით, რეზოს რა უნდა მომატებოდა?! ნუთუ ასეთი ცუდი წარმოდგენისა ხარ მასზე?! ფაქტია, რომ ხარ! ნუთუ, მეც იგივე უნდა მეფიქრა როდესმე ძია ჯანსუღზე?…..

წარმოდგენაც კი მიჭირს. „მხეიძე ხშირად ატრიალებს რეზო ამაშუკელის სახელს, ამაყობს რომ მისი უახლოესი მეგობარია“. („სარკე“) რეზო ამაშუკელის სახელს მხეიძე კი არა, შენი დამსახურებით, უკვე მთელი ქართული საზოგადოებაც ატრიალებს, მაგრამ არა ისე, როგორი გათვლაც გქონდა.

საბედნიეროდ, თბილისი პატარა ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ყველას ახსოვს ვინ სად, როდის და ვისთან იდგა…. ვერ გამოგივიდა თაკო კარგი საქმე…. იმ „უცნაურ სალანძღავ ვიდეოებსაც,“ რეზო არ აქვეყნებს და მასში კიდევ, თუ ვინმეს ლანძღავს, მათ ლანძღავს, ვისაც, სანამ ნანუკა ჟორჟოლიანს გაიხდიდი მეგობრად- შენც „მიწაში დებდი“. ფოტოებით მეგობრობის დადასტურება კი, უკვე სრული სიგიჟეა შენი მხრიდან. იმიტომ, რომ უკვე ამაჟამად, შენს სათაყვანებელ ალასანიასაც, საქართველოს „მაოხრებელ გზირთან“ ერთად გადაღებულ ათეულობით ფოტო უქვეყნებენ.

ან იქნებ, ისიც უნდა დამეჯერებინა თაკო, რასაც ხალხში საუბრობენ, რომ „ჩარკვიანები, თაკოსთვის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე უარის გამო გაუნაწყენდნენ ბიძინა ივანიშვილისო“.

ხოლო, რადგან რეზო ძველ პოზიციაზე დარჩა და ალასანიას ღალატი არ აპატია- ახლა რეზო ამაშუკელი გახდა ჩარკვიანების დაუძინებელი მტერიო.“.. მეც უნდა დავიჯერო ეს?! მართალია, „შენ ის თამრო აღარ ხარ უკვე“, რომელიც მამასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს, საარჩევნო კამპანიისას ყველა რეგიონში დაჰყვებოდა, მაგრამ ასეთი გულმავიწყობაც ხომ არ შეიძლება ჩემო კარგო?! „არა მგონია, რეზო ამაშუკელისთვის მიმზიდველი იყოს, ისტორიაში შევიდეს, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანის მკვლელიო“- ამბობ „სარკეში“. ვინ მოგცა შენ იმის უფლება, რომ ვინმეს განზრახ მკველობაში დასდო ბრალი?! მითუფრო, ღვთის წყალობით, ძია ჯანსუღი ცოცხალია, (გამეხარდა, უკეთესობისკენ წასულა), მაგრამ ამ ფრაზით, შენ ფაქტიურად, უკვე იმქვეყნად გაისტუმრე მშობელი მამა?!

მკვლელის სახელით ისტორიაში შესვლაც ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ როდესაც განაციონალებულ ბაჩუკი ქარდავას ასეთ უბინძურეს წერილს უკვეთავდი (და დავრწმუნდი, რომ ასეა) თავად ხომ არ გსურდა, რომ რეზოს მოსვლოდა რამე და „ ისტორიაში მკვლელის სახელით შესვლის უნებლიე პერსპექტივასაც“ თავად ხომ არ იქმნიდი?! მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს მიაღწიეს და იქნებ, სწორედაც რეზოს ჯანმრთეობისთვის ვნება იყო შენი და ნაციონალების მიზანიც?!

აბა, მითხარი, როგორია უსაფუძვლო ბრალდების მოსმენა?! ნაციონალების მხრიდან თემის ასეთი ატაცებაც, ამის ნათელ დასტურად ხომ უნდა მივიჩნიო?! სირცხვილია თაკო, ძალიან დიდი სირცხვილი!!! ჩხეიძეების და გელოვანების ჩამომავალს, ძალიან ხომ არ შეგეშალა?! ისე, რაღა დაგიმალო და „კალამი გაგმრუდებია“ პოეტის პუბლიცისტ ქალიშვილს.

შენი და დათო მხეიძის ადგილზე კი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაზინფორმაციისთვის, („არიქა, რეზო ამაშუკელი 85 წლის კოლეგას სასიკვდილოდ იმეტებსო“) სულ „პაწია“ ( შენს საყვარელ ფრაზას ვიხმარ) ბოდიშს მაინც მოვუხდიდი რეზოს თუ არა, ქართულ საზოგადოება მაინც. იმიტომ, რომ ჟურნალისტობა და პუბლიცისტობა, ცილისწამება და ბალღამის ნთხევას არ ნიშნავს.

თქვენი ორივეს სტატია კი, მხოლოდ ამას ემსახურება. ასე მოვიქცეოდი მე შენს ადგილზე რომ ვიყო, მაგრამ ღმერთმა შენს ადგილას არ დამაყენოს.