ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.– ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.