გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.