გფბ-მ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის, სახლი გაჩხრიკა

გფბ-მ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის, სახლი გაჩხრიკაგფბ-ის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სახლი გაჩხრიკეს.

ფედერალურმა აგენტებმა სახლიდან დოკუმენტები და სხვადასხვა სახის ჩანაწერი ამოიღეს.

ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე პოლ მანაფორტმა სენატის დაზვერვის კომიტეტს შეხვდა და ნებაყოფლობითი ჩვენება მისცა.

საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო გავლენას.

მანაფორტმა თანამდებობა გასული წლის აგვისტოში სწორედ კრემლთან კავშირის ბრალდების გამო დატოვა.

ნიუპოსტი