ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ფონზე წყნარ ოკეანეში მდებარე გუამის კუნძულზე მოულოდნელად საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება გავრცელდა.
ამის შესახებ CNBC-ი წერს.
განგაშის ხმა 2 რადიოსადგურზე და ერთ-ერთ ტელეარხზე გადასცეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და სისტემა ტექნიკური შეცდომის გამო ამოქმედდა.
ხელისუფლების განცხადებით, მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
12 აგვისტოს კუნძულ გუამის ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მოამზადა ინსტრუქცია იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი დაიწყება.
იმედინიუსი

