გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა

გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანასაქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა. „როდა“-„ვიტესის“ მატჩის მე-80 წუთზე, კაშიამ თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მისმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. „ვიტესის“ კაპიტანმა კაშიამ 90 წუთი ითამაშა.

ორი ტურის შემდეგ მისი გუნდი ექვსი ქულით ერედივიზიონის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. კაშია და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 26 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ალკმაართან“ გამართავენ.

გასულ სეზონში 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ვიტესთან“ ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო.

იმედინიუსი