ტეხასის შტატის ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, ქალაქ ჰიუსტონთან არსებული მსხვილი კაშხლიდან, წყალმა გადმოღვრა დაიწყო, რადგან ქარიშხალი “ჰარვისა” და მისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, რეზერვუარი ზედმეტი წყლით გაივსო. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი 26 აგვისტოს დაატყდა თავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება ქარიშხალ „ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.
სინოპტიკოსების მონაცემებით, “ჰარვი” ტეხასში კვირის შუა რიცხვებამდე გაჩერდება.
იმედინიუსი

