ჰიუსტონში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

ჰიუსტონში ქიმიური ქარხანა აფეთქდაამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ქიმიური ქარხნიდან აფეთქებების ხმა გაისმა. BBC-ის ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ქარხანა Arkema-დან ამოდიოდა.

ძლიერი წვიმის გამო, კომპანია Arkema-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. სპეციალისტების თქმით, აფეთქების საშიშროებას ვერანაირი გზით ვერ შეაჩერებდნენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.

ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს.  სტიქიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა.

იმედინიუსი