იაპონია ამერიკული ბაზის გადასარჩენად ფხენიანის რაკეტებს შეაჩერებს

იაპონია ამერიკული ბაზის გადასარჩენად ფხენიანის რაკეტებს შეაჩერებსიაპონიის თავდაცვის მინისტრმა ისუნორი ონოდერამ განაცხადა, რომ ტოკიო მზადაა გზა გადაუჭრას ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულ რაკეტებს, რომლებიც კუნძულ გუამზე ამერიკულ ბაზას ემუქრება. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Asahi.

ონოდერის თქმით, ეს იაპონიის ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა.

ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალები კუნძულ გუამზე თავდასხმას განიხილვენ. იქ ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათი თქმით ეს “სულ მალე, აგვისტოს შუა რიცხვებში მოხდება”.

ამაზე ამერიკულმა მხარემ მკაცრი განცხადებები გააკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მეტისის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას, აშშ-სთან ომის შემთხვევაში, “რეჟიმის დასასრული და თავისი ხალხის დაღუპვა ელის”.

იმედინიუსი