კონტრაბანდისტებმა 55 მიგრანტი დაახრჩვეს, რომლებიც აფრიკიდან იემენში გადასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გაეროს ცნობით, კონტრაბანდისტები 180 სომალელ და ეთიოპიელ ახალგაზრდას იემენში გადაყვანას დაჰპირდნენ.
თუმცა ნაპირამდე ჯერ კიდევ შორი იყო დარჩენილი, როდესაც ნავის მფლობელებმა საპატრულო ხომალდებთან შეხვედრის შიშის გამო მიგრანტებს იარაღის მუქარით წყალში გადახტომა და მგზავრობის ცურვით გაგრძელება აიძულეს. ვინც უარი თქვა, მათ ხელი ჰკრეს.
საბოლოოდ, 55 ადამიანი დაიხრჩო.
იმედინიუსი

