ლისის მამათა მონასტრის იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ღიად ამხელს რუსულ პროპაგანდას და საქართველოში მის ნეგატიურ შედეგებს:
“პოლიტიკა ნამდვილად არაა ჩემი საქმე, უბრალოდ იმ ხალხს მინდა მივმართო ქრისტეს და მართლმადიდებლობის სახელით ევროპას ან ამერიკას და იქ მცხოვრებ ერებს და ხალხს, სატანისტებად რომ რაცხავენ. დამიჯერეთ, ახლო მეზობელი, ოღონდ მათი პოლიტელიტა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ თქვენ ასე იფიქროთ, თქვენ ხართ პროპაგანდის მსხვერპლნი.
ეგ ის ძალაა ვინც ილია მოკლა, ვინც ქართველი ისე დააკნინა რომ ლამის იდენტობა დაკარგა, სამშობლო გუბერნიებად დაუყო და ეკლესიებს გუმბათები ხახვის თავებით შეუცვალა, აფხაზეთს და სამაჩაბლოს, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან გასვლაში ეხმარება, ათასობით ქართველს სახლი წაართვა და ლტოლვილად აქცია, ჯარი შემოგვასია და ჩვენი ბიჭების სისხლი დალია, სწორედ მანვე პროპაგანდის მეშვეობით თავის ჯარს და მისი სახელმწიფოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაარწმუნა იმაში რომ ქართველები მუსულმანები ვართ და საშიშები, ამას ის ფაქტი ადასტურებს რომ 2008 წელს ფსკოვის არმიას, რომელმაც სამაჩაბლო წაგვართვა, უკვირდათ ეკლესიებს რომ ხედავდნენ და მეთაურები უმტკიცებდნენ რომ ეს ოსური ეკლესიები იყო. ქართველებო, დებო და ძმებო, ქრისტიანებო და არა ქრისტიანებო, ნუ გახდებით ერთ დიდ წითელ სახლში დაწერილი პროპაგანდის მსხვერპლნიდა მუდამ გვახსოვდეს წართმეული ტერიტორიები, ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი”.
იღუმენი ლუკა ლისელი
ნიუპოსტი

