ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპაინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 412-ს მიაღწია, სტიქიური უბედურების ზონაში კი 12 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა.

სტიქიამ 3.000-ზე მეტი სახლი დატბორა. დაზიანებულია სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ბიჰარის პროვინციაში შეიქმნა, სადაც სტიქიამ 202 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობა მუსონურმა წვიმამ გამოიწვია.

ნიუპოსტი