ინგა გრიგოლია – ”ნოდარ მელაძე რა შუაშია მთელ ამ ამბავში, ვერ გავიგე… ოპერატორი კი არა, ჟურნალისტებიც იგინებიან

ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”მინიმუმ ერთხელ უნდა გქონდეს ტელევიზიასთან ჩავლილი,რომ ჩვეულებრივ ამბად მიიღო ის,რაზეც დღეს ,,რუსთავი ორს,, ედავებიან. ოპერატორი კი არა,ჟურნალისტებიც იგინებიან,როცა ტექნიკური ხარვეზი ხდება პირდაპირ ეთერში. უსამართლობაა იმის დაბრალება ,,კურიერისთვის,,რომ ხანძრის ჩაქრობა ეწყინათ,ძალიან დიდი უსამართლობა და მე ვიქნებოდი ძალიან ცუდი ადამიანი, ეხლა ეს რომ არ დამეწერა.

ლაივუ გაითიშა თუ რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ოპერატორმა შეიგინა.ძაან უნდა მოინდომო ,რომ ეს ამბავი ხანძრის ჩაქრობით გამოწვეულ წყენას დაუკავშირო. რამდენჯერმე ლაივუ რომ გამეთიშა,ისეთები მაქვს დადგმული,რუსთავი ორის ის ოპერატორი მონაგონია))))))) და ნოდარ მელაძე საერთოდ რა შუაშია მთელ ამ ამბავში,ვერ გავიგე..

ვერ ვიტან უსამართლო ბრალდებებს. ნუ დამიწყებთ მორალის კითხვას ისინი,ვინც აზრზე არ ხართ ტელევიზიის შიდა სამზარეულოსი.”