სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგის თეატრში უცნობი კაცი სცენაზე ავიდა და მაყურებლის მიმართულებით უმისამართო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავებულია 7 ადამიანი. ინფორმაციას News24ავრცელებს.
ინციდენტი დღეს დილით მოხდა თეატრში Hillbrow Theatre, სადაც მუსიკალური ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა.
“ბოროტმოქმედი სცენაზე ახტა მაშინ, როდესაც იქ მუსიკალური ჯგუფი უკვე მართავდა კონცერტს. მან აიღო მიკროფონი და დაიყვირა, რომ კონცერტი ვერ გაგრძელდებოდა, სანამ მას მოპარულ ტელეფონს არ დაუბრუნებდნენ. როდესაც მაყურებელმა სიტუაციაში გარკვევა დააპირა, მან სროლა ატეხა. ტყვია რვა ადამიანს მოხვდა“, – აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ლუნგელო დლამინი.
ბოროტმოქმედმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.
იმედინიუსი

