საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბორჯომის ხეობის სტიქიასთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ სესიაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს თუ რასთან გვაქვს საქმე:
– გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, თითქოს შესაძლოა საქმე გვქონდეს დივერსიასთან, მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილებში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შესაძლოა საერთოდ არც არსებობდა, ამიტომ გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს რა იყო მიზეზი ამ ცეცხლის კერებისა, ყველა შესბამისი საფუძველი ან ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, ამ ეტაპზე კონკრეტულად დივერსიაზე ვისაუბროთ არ იქნება სწორი, თუმცა, ვერსია არის, ამას გამოძიება დააგენს, – განაცხადა ირაკლის ესიაშვილმა.

