ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილო-დასავლეთით, 375 კილომეტრში მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირანი სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, შარაბიანის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ირანში მიწისძვრა ხშირად ხდება, 2003 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბამში სტიქიას 26 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პირველი არხი

