ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში თავდამსხმელი ავტომობილით შეიჭრა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკთან 50 კილომეტრში, საერთაშორისო აეროპორტ კაბლავიკის მოსაცდელ დარბაზში ავტომობილი შეიჭრა. ინფორმაციას გამოცემა Iceland Monitor-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომელიც თვითმხილველის მონათხრობს ეყრდნობა, თავდამსხმელი კაცი 20 წლისაა. პოლიციის ცნობით, მანამდე მის მიმართ დევნის ოპერაცია ხორციელდებოდა.

თავდამსხმელმა ჯერ პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ გაიქცა, ერთ-ერთი მანქანის მინა ჩაამტვრია, მძღოლი აიძულა მანქანა დაეტოვებინა, ხოლო თავად ამ ავტომობილით აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ხალხის მასაში შეიჭრა.

ამ მომენტისთვის ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ კონკრეტდება.

იმედინიუსი