იტალიაში ნეაპოლის სანაპიროზე, იტალიელმა მაშველებმა დანარჩენი ბავშვებიც გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი. უფროსი ძმები, 7 თვის უმცროსი ძმის გადარჩენის შემდეგ გაათავისუფლეს, რომლებმაც ნანგრებებში 15 საათი გაატარეს. ინფორმაციას ავრცლებს BBC.
ძმები მატიასი და ჩირო მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის პროცესში, სანამ მათ ნანგრევებიდან ამოიყვანდნენ, ბიჭებს სპეციალური ხვრელის საშუალებით, საიდანაც ჰაერი მიეწოდებოდათ, წყალი მიაწოდეს.
იტალიაში, ნეაპოლის ნაპირზე ქალაქ კაზამიჩოლაში 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 2 და 39 ადამიანი დაშავდა.
იმედინიუსი

