ივლისში “ქართულ ოცნებას” 1.270.000 ლარი შესწირეს, “ევროპულ საქართველოს” 36.235, ნაციონალებს – 102 ლარი

ივლისში "ქართულ ოცნებას" 1.270.000 ლარი შესწირეს, "ევროპულ საქართველოს" 36.235, ნაციონალებს - 102 ლარიმიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1.270.000 ლარი შეადგინა. 36.235 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ევროპულმა საქართველომ – მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11.092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8.300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა – 3.120 ლარი; „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 268 ლარი; „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 200 ლარი; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი; „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი.
სულ, საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობებმა ივლისის თვეში 1.329.337,50 ლარი შეადგინა.

ინტერპრესნიუსი