რუსეთის შსს-მ ხაბაროვსკის ოლქში სოციალურ ქსელებში გავრცელებული “სიკვდილის ჯგუფის“, იგივე “ლურჯი ვეშაპის“ ორგანიზატორი დააკავეს. ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ირინა ვოლკი აცხადებს.
მისი თქმით, პოლიციამ ამ დახურული ჯგუფის ადმინისტრატორი დაიჭირა, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა.
სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ადმინისტრატორი გოგო იყო, რომელიც კამჩატკის ოლქში ცხოვრობდა. ის ჯგუფის ათობი წევრს კონკრეტულ დავალებას აძლევდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. მოზარდებს ამ დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისდიოდათ მუქარა შურისძიებაზე და ოჯახის წევრების დახოცვაზე.
ცოტა ხნის წინ, იგივე ჯგუფის კიდევ ერთი პირი, 21 წლის ახალგაზრდა მოსკოვის გარეუბანში დააკავეს. ის ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.
იმედინიუსი

