კილიან მბაპემ მონაკოს ვარჯიშზე იჩხუბა

კილიან მბაპემ მონაკოს ვარჯიშზე იჩხუბამონაკოს ახალგაზრდა ფორვარდმა კილიან მბაპემ თავისი გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე თანაგუნდელთან იჩხუბა, რის შემდეგაც მან ვარჯიში ნაადრევად დატოვა. უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ მბაპეს მონაკოში დიდხანს დარჩენა არ უწერია.

ამ ინციდენტის გამო მბაპე დროებით მოკვეთილია გუნდიდან და მან შესაძლოა რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. კილიან მბაპე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მისი გადაბირება მადრიდის რეალსაც სურდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ტრანსფერი არ შედგა. პსჟ მზად არის მბაპეს ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.