კიმ ჩენ ინი გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის გეგმას გაეცნო

კიმ ჩენ ინი გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის გეგმას გაეცნოჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ, დარტყმა განახორციელონ, თუ ის ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს სახიფათო სამხედრო კონფლიქტი.
როგორც კორეის ცენტრალური სააგენტო იუწყება, კიმ ჩენ ინი ასევე გაეცნო შეიარაღებული ძალების გეგმებს გუამისკენ რაკეტის გაშვების თაობაზე.
– აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და აჩვენოს თავისი ქმედებებით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირება და სამხედრო კონფლიქტის არიდება სურს, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინი არმიის სტრატეგიული ძალების შტაბ-ბინაში იმყოფებოდა.

11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ “ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში” კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და რომ ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში “ცეცხლს და რისხვას” დაჰპირდა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. ფხეიანი ვაშინგტონს დაჰპირდა, რომ კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკელების მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, სარაკეტო იერიშს მიიტანს.
ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს ამერიკული კონტინგენტის გაძლიერების ერთადერთი თვალსაჩინო ნიშანი ორი B-1 ბომბდამშენის გადასროლაა, რომლებიც გუამის ბაზაზე აგვისტოში შევიდნენ და იაპონურ და კორეულ თვითმფრინავებთან ერთად რამდენიმე ფრენა განახორციელეს.
5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს.

იმედინიუსი