კვირიკაშვილმა ქუმსიშვილს სტიქიის ზონებში მომუშავე პირებისთვის პრემიების გაცემა დაავალა

კვირიკაშვილმა ქუმსიშვილს სტიქიის ზონებში მომუშავე პირებისთვის პრემიების გაცემა დაავალასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა უმოკლეს დროში მოხდეს იმ ადამიანებისთვის პრემიების გაცემა, რომლებიც სტიქიის ზონებში მუშაობდნენ.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

– ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისკენ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო.

მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, სახელმწიფო და კერძო უწყებების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი. 3 ათასზე მეტი ადამიანი ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ეს იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით, – განაცხადა პრემიერმა.

ნიუპოსტი