კვირიკაშვილი ბარსელონის ტერაქტის შესახებ – ”ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს”

კვირიკაშვილი ბარსელონის ტერაქტის შესახებ - ”ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს”საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბარსელონაში ტერაქტის გამო ესპანელ ხალხს მიუსამძიმრა.

– დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.
ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.
მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე მის პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.