კვირიკაშვილი – ”ხანძარი ლიკვიდირებულია”

კვირიკაშვილი - ”ხანძარი ლიკვიდირებულია”სტიქია ბორჯომის ხეობაში – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არსებული ვითარება შეაფას. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

”საღამოს პირადად შემოვიარე მინისტრებთან ერთად ყველა კრიტიკული ლოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, შესაძლოა მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ, სწორედ ამიტომ შტაბი გააგრძელებს მომდევნო დღეების განმავლობაში მუშოაბას, ტექნიკა იქნება მობილიზებული, რათა ასეთი წერტილოვანი კერები იქნეს ჩამქვრალი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიუპოსტი