ლივერპული კოუტინიოს გაყიდვას არ აპირებს

ლივერპული კოუტინიოს გაყიდვას არ აპირებსკოუტინიოს სატრანსფერო საგა გრძელდება. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კოუტინიოს ყიდვა სურს ბარსელონას და თვითონ ფეხბურთელსაც აქვს სურვილი ბარსელონაში თამაშის, მაგრამ ლივერპული გაჯიუტდა და თავისი ლიდერის გაყიდვას მერსისაიდელები არ აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპულმა ბარსელონა რამდენჯერმე გაისტუმრა უარით, თუმცა თუ კოუტინიოს ლივერპულში თამაში აღარ სურს, მაშინ მერსისაიდელებს ძალიან გაუჭირდებათ მისი შენარჩუნება. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.