ლუის სუარესი ერთ თვეს გამოტოვებს

ლუის სუარესი ერთ თვეს გამოტოვებსბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს და მოედანს სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. სუარესმა მუხლის  ტრავმა რეალთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, თუმცა ვალვერდემ ის არ შეცვალა და ურუგვაელმა თავდამსხმელმა მატჩი ბოლომდე ითამაშა.

სუარესის ტრავმა ბარსელონასთვის დიდი დარტყმაა, რადგან კატალონიურ გუნდს ისედაც რთული პერიოდი აქვს. სუარესს სავარაუდოდ პაკო ალკასერი შეცვლის, რომელსაც შარშან ცუდი სეზონი ჰქონდა. ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 20 აგვისტოს ნოუ კამპზე ბეტისის წინააღმდეგ ჩაატარებს.