მამა ანდრია სარია რეზო ამაშუკელზე: ,,წითელი პოეზიის ,,ნამუსშემნახველი”… ასე ვერ იტანდე ადამიანებს, მხოლოდ დემონს შეუძლია…“

პოეტ რეზო ამაშუკელის ბოლოდროინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება მარტვილის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია სარია:

,,ამაშუკელის ენას რომ ვუსმენ, სურვილი მიჩნდება კანონი მოქმედებდეს, მისი სიბერე უკვე ბოღმისა და ადამიანის განადგურების სურვილით არის გაჟღენთილი. ყველა მლანძღველი, მაგინებელი და წითელი პოეზიის ,,ნამუსშემნახველი” სიტყვის ტყვეობაში უნდა იმყოფებოდეს. ახალგაზდებს არამხოლოდ სხვა უზნეობანი, ამაშუკელის ბილწსიტყვაობაც ახშობს. რამდენ გადაცემასაც ვუსმინე, ყველგან ბოღმა, ზიძღი და გინებაა სამწუხაროდ. არანაირი სილამაზე, ესთეტიკა და მშვენიერება… ასე ვერ იტანდე ადამიანებს, მხოლოდ დემონს შეუძლია…“ – წერს მამა ანდრია.

ნიუპოსტი