მანჩესტერ სიტი ლეო მესიში 400 მილიონ ევროს გადაიხდის

მანჩესტერ სიტი ლეო მესიში 400 მილიონ ევროს გადაიხდისინგლისური კლუბი “მანჩესტერ სიtი“ ლიონელ მესის შესაძლენად 300 მილიონის გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

ამის შესახებ The Sun იუწყება.

სწორედ ამ ოდენობის კომპენსაცია მითითებული არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტში. მანჩესტერელები მზად არიან თანხა 400 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს.

ივლისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ “ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი დადო 2021 წლამდე, რომლის მიხედვითაც ის პირველი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, რომელიც კვირაში მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებდა. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, კატალონიელებთან მოლაპარაკების დროს, მესი კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამდა.

იმედინიუსი