მბაპე პსჟ-ში არ ითამაშებს

მბაპე პსჟ-ში არ ითამაშებსმონაკოს ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად ითვლება, პსჟ-ში არ ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ და მონაკო სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან მონაკო მბაპეს ტრანსფერში 200 მილიონ ევროს ითხოვს.

ამ თანხის გადახდა პსჟ- ს არ სურს, ამიტომ მბაპე სავარაუდოდ მომავალ სეზონს მონაკოში გაატარებს. პსჟ-ს გარდა მბაპეს შეძენა რეალსაც სურდა, მაგრამ მადრიდელებმა ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე უარი თქვეს. კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 18 წლის არის.