მესიმ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა – წელიწადში 14 მილიონი, ბონუსად – 50 მილიონი

მესიმ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა - წელიწადში 14 მილიონი, ბონუსად - 50 მილიონილეო მესიმ ახალ, ოთხწლიან კონტრაქტზე ხელი მოაწერა. ამის თაობაზე „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოზეპ ბარტომეუ იუწყება

– ლეო მესიმ თავის ახალ კონტრაქტზე ხელი რამოდენიმე დღის წინ მოაწერა, მაგრამ ჩვენ გვსურდა ეს მოგვიანებით გაგვეჟღერებინა. კლუბს უნდა, რომ საზეიმო ცერემონია მოაწყოს და ამით პატივი სცეს თავის საუკეთესო ფეხბურთელს. ახალი კონტრაქტი 4 წლიანია, – განაცხადა ესპანურ AS-თან საუბარში ბარტომეუმ.

კონტრაქტის პირობები ფაქტობრივად უკვე ყველამ იცის – ლეო „ბარსელონაში“ 2021 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით წელიწადში 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამას გარდა კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანხმადაც ლეოს გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევროა.

ამას გარდა მესი ცალკე, ბონუსის სახით კიდევ 50 მილიონ ევროს მიიღებს საჩუქრად, რადგან ბარსელონაში დარჩა და სხვაგან წასვლა არ უფიქრია.

სარბიელი