მევიოლინე დიმიტრი კოგანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

მევიოლინე დიმიტრი კოგანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალარუსი მევიოლინე დიმიტრი კოგანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო ტასს-ს მევიოლინის ასისტენტმა ჟანა პროკოფიევამ აცნობა.
– დიახ, ეს სიმართლეა, – უპასუხა მან სააგენტოს შეკითხვას მევიოლინის გარდაცვალების შესახებ.
დიმიტრი კოგანის სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
დიმიტრი კოგანი 1978 წელს მოსკოვში ცნობილი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა.
მისი პაპა, ლეონიდ კოგანი, ცნობილი მევიოლინე იყო, ბებია – მევიოლინე და პედაგოგი ელიზავეტა გილელსი, მამა – დირიჟორი პავლე კოგანი, დედა – პიანისტი ლიუბოვ კაზინსკაია.
10 წლის ასაკში დიმიტრიმ პირველი კონცერტი ჩაატარა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 15 წლისამ კი ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

1997 წელს შედგა მევიოლინის დებიუტი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

დიმიტრი კოგანი მუდმივად გამოდიოდა მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.