მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა

მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართასაქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა.
– მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა.