ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვზივართ მე, მარიამი, საბა.
საბა დაუსრულებლად ყვება ისტორიას, რომელიც მის მამას უკავშირდება. ყვება, ყვება, ყვება, ყვება, ყვება, ყვება… როგორც იქნა ამოისუნთქა, გახედა მარიამს და ეკითხება:
-მარიამ, შენს მამას რა ჰქვია?
მარიამიც პასუხობს. საბა ტრიალდება ჩემსკენ და მეკითხება.
-დე, მარიამის მამას, ქმრად რატომ დაშორდი?
მეც ვუპასუხე, როგორ ვიყავი პატარა, ისიც პატარა რომ იყო, მოვყევი ისტორია და გაღრეჭილი საბა. ლოყებზე “იამაჩკებით” მეუბნება:
-აუ დე, მგონია ინდურ სერიალს მიყვები
P.s. ინდური სერიალის ამბავს რომ გავარკვევ ძიძებთან, ეს ცალკე თემაა” – წერს ტელეწამყვანი.
pia.ge

