ნათია ფანჯიკიძე მუსლიმ მგზავრზე – ”სანამ ჩვენც არ მოგვიტანეს, ამ ბიჭმა ჭამა არ დაიწყო…ასეთი ორგანულად ნატიფი ქცევა ნეტავ ჩვენს ქვეყანაში მანახა ბევრი”

2 საათის წინ ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოქვეყნა:

”მე და ჩემი შვილების ახლო ნათესავს დღეს თვითმფრინავში გვერდით გვეჯდა ბიჭი, იმ რელიგიური ცივილიზაციის წიაღში შობილი, ზოგად ისტორიულ მტრად რომ გვახსოვს და აწმყოში რომ ტერორიზმი მიეწერება. გვერდიგვერდ მოხვედრის გამო მისალმების მეტი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მე და ირაკლიმ მივიძინეთ, ამ დროს საკენკი მოუტანიათ, თვალი გავახილეთ და გვინდა-გვინდა ვუთხარით სტიუარდესას. სანამ მოტანა მოახერხა, დაახლოებით 15 წუთი გავიდა. ირაკლიმაც და მეც ერთდროულად შევამჩნიეთ და გადავულაპარაკეთ ერთმანეთს, – სანამ ჩვენც არ მოგვიტანეს, ამ ბიჭმა ჭამა არ დაიწყო. ასეთი ჩუმი, უსიტყვო, წესით რომ ვერც უნდა შეგვენიშნა, არასავალდებულო, უბრალოდ, ორგანულად ნატიფი ქცევა ნეტავ ჩვენს ქვეყანაში მანახა ბევრი.

ციკლიდან: რატომ მიყვარს ადამიანები”