ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი ინფორმაციით, ის დაკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
“ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი). ხვალ, სამზე, მოდულში.”- წერს გვარამია.
იმედინიუსი

