უბარიერო საარჩევნო სისტემის დაშვებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.
ის 90-იანი წლებს იხსენებს, როცა ამგვარი სისტემით მოხდა პარლამენტის არჩევა:
,,1992-95 წწ გვყავდა ამგვარი სისტემით არჩეული პარლამენტი. მან შეიყვანა ქვეყანა ესენგეში, მიიღო ცუდი კონსტიტუცია, ვაჭრობდა ყველაფერზე და კორუფციის მექა იყო, რაც მთავარია, საფუძველი დაუდო შევარდნაძის მუდმივობას. ზუსტად იგივე ამოცანებია ახლაც – ცუდი კონსტიტუციის მიღება, კორუფციული ჭაობის შექმნა და ივანიშვილის მუდმივობა. ესენგეში (ან მსგავსში) შესვლა თუ არა, ანტიესენგედან (დასავლური სივრცე), სამუდამო გამოსვლა, აუცილებლად.
ვისაც ეს სისტემა მოწონს, ან პოლიტიკა და სახელმწიფო არ ესმის, ან ქვეყნის 90იან წლებში დაბრუნება უნდა და ქვეყნის მტერია“ – წერს გვარამია.
ნიუპოსტი

