ნიკა გვარამიამ ალეკო ელისაშვილს დასცინა – “რას კივი ციცარივით სამი დღეა?… არცთუ მაღალი ინტელექტის ნიშანი”

გუშინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ალეკო ელისაშვილზე:

“უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა. თან არც თუ მაღალი ინტელექტის ნიშანი – ასე რომც ფიქრობდე, არ უნდა გაამხილო

ps და თუ არ ჭირდება არავის დახმარება და პრობლემა არაა ათი ათასი ხელმოწერა, რას კივი ციცარივით სამი დღეა? შეაგროვე და შეიტანე ოჯახაშენებულო

pps “ყველა მხრიდან ცეცხლი გამიხსნეს, მაგრამ მე და ხალხი გავიმარჯვებთ” ცოტა დიაგნოზივით კი ჟღერს, ბოდიში”

ნიკა გვარამიას ირონია ელისაშვილის ამ განცხადებამ გამოიწვია: “ენმ-ის შემოთავაზება ჩემს რეპუტაციაზე დარტყმა იყო, ყველა მე მებრძვის”.