ნინო ბურჯანაძე ირმა ინაშვილის წინააღმდეგ – ”ირმა ლამაზად არ მოიქცა და მას მხარს არ დავუჭერთ”

ნინო ბურჯანაძე ირმა ინაშვილის წინააღმდეგ - ”ირმა ლამაზად არ მოიქცა და მას მხარს არ დავუჭერთ”ნინო ბურჯანაძე პატრიოტთა ალიანსს ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნებში მათ კანდიდატს ის და მისი პარტია მხარს არ დაუჭერენ.

– ირმა ინაშვილის კანდიდანტურას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ის არ მოიქცა ლამაზად. სამწუხაროა, რომ პატრიოტთა ალიანსმა არაფერი გააკეთა ოპოზიციური ერთობისთვის. მათ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ვერ გადააბიჯეს, – განმარტავს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის პრეტენზიებს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი პასუხობს:

– იყო უბრალოდ შეთავაზება, რომ ოპოზიციას დაესახელებინა საერთო კანდიდატი, მაგრამ ამ ინიციატივიდან არ გამოდნა რაიმე საინტერესო. ყველა პარტიას აქვს მისი გეზი, მისი სტრატეგია, მისი ამოცანები. მე არავის ვასწავლი ჭკუას, როგორ იმოქმედონ და მეც ნურავინ მასწავლის ჭკუას, როგორ ვიმოქმედო, – აცხადებს ინაშვილი.

ცოტა ხნის წინ პატრიოტთა ალიანასმა თბილისის მერობის კანდიდატად, პატრიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა.

იმედინიუსი