ოკუპანტები სოფელ ქვეშთან ხნულებს ავლებენ

ოკუპანტები სოფელ ქვეშთან ხნულებს ავლებენოკუპირებულმა ცხინვალმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხნულების გავლება მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ დაიწყო. სამუშაოები დღეს სოფელ არცევში მიმდინარეობს.

ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ არცევს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სამი სოფელი: ჯარიაშენი, აძვი და ქვეში ესაზღვრება.

3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ხნულების გავლება 1 აგვისტოს დაანონსდა, ხანძრების თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს და ცივი გონებით იმოქმედოს.

იმედინიუსი