საქართველოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგი, დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ხათუნა გოგელია პროფესიით ბიოლოგია.
წყვილმა ერთობლივი ფოტო რამდენიმე საათის წინ პორტუგალიიდან გამოაქვეყნა. ფოტოს უამრავი მისალოცი და კეთილი სურვილების ამსახველი კომენტარი ერთვის.
“ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით”
“არავინ არ იცის დედამიწაზე, როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარია ყველაფერი კარგი შენს გარშემო”
“იხარეთ და იბედნიერეთ! ძალიან მიყვარხარ და მინდა ძალიან მაგრა რომ იყო!” – წერენ მეგობრები.

