პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, დილის 04.17 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ლორენგაუდან 115 კილომეტრში. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, რომ ცუნამის საშიშროება არ არის.
ნიუპოსტი

