პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, მმართველი გუნდიდან კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ასევე ზვიად ძიძიგური და მამუკა მდინარაძე.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით კონსესუსის გზების ძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სტრასბურში ერთდღიან სამუშაო შეხვედრაზე მიიწვია, რომლის ფარგლებშიც განხილული უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეხვედრა ემსახურება მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის კონსესუსის პოვნას, რათა მიღებულ იქნეს კონსტიტუცია, რომელიც ხალხის ინტერესებს მოერგება.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას კვირის დასაწყისში შესთავაზა, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი 15 აგვისტოს გამართა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ ჩაატაროს ოპოზიციურ პარტიებთან.
– ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.
საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს – ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დიალოგის შეთავაზების პასუხად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადება გაავრცლეს, მათ კონსესუსის მისაღწევად დილოგის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და მმართველ გუნდს ის პრინციპები წარუდგინეს, რომელთა დაცვის გარეშე მათი შეფასებით მოლაპარაკებების წარმოება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებრივ – პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზანს.
ამ პრინციპებს შორის არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად განაწილება, ამასთანავე, მათი თქმით, აუცილებელია, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესი.
ოპოზიციის თქმით აღიშნულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლის გარეშე დიალოგს აზრი არ ექნება.
ნიუპოსტი

