რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია განთავსებული არ არის. თუმცა 1 აგვისტოს კრემლმა აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ოკუპაციისა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.
გავრცელებული ინფორმაციით პუტინის ეს ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე განხორციელდება.

