პუტინის თანაპარტიელმა არტიომ კავინოვმა თბილისში დაბადების დღე გადაიხადა

პუტინის თანაპარტიელმა არტიომ კავინოვმა თბილისში დაბადების დღე გადაიხადარუსეთის დუმის დეპუტატმა დაბადების დღე თბილისში, ქართველ მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

საუბარია არტიომ კავინოვზე, რომელიც მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა, იგი ვლადიმირ პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრია.

აღნიშნულის შესახებ დეტალებზე “კურიერი” საუბრობს:

ვლადიმირ პუტინის თანაპარტიელი, უკვე მეორე დღეა თბილისში იმყოფება. მისი ვიზიტი თბილისში მკაცრად არის გასაიდუმლოებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებისგან მოწვევა მიიღეს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, უცნობია ამ მოწვევით არის ჩამოსული კავინოვი თუ არა.

ირკვევა, რომ რუსული დელეგაციის ერთ-ერთი მასპინძელი საპატრიარქოს წარმომადგენელიც არის, კერძოდ, მამა გიორგი გურჩიანი.

მამა გიორგი გურჩიანი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ დუმის დეპუტატი საქართველოში სასულიერო პირებთან ერთად გუშინ ჩამოვიდა, საქართველოს პატრიარქისთვის ანგელოზთა დღის მისალოცად. მისივე თქმით, დელეგაცია გუშინ სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, საღამოს კი დელეგაციამ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე გადაინაცვლა.

ნიუპოსტი