ქაბულში მეჩეთს თავს დაესხნენ

ქაბულში მეჩეთს თავს დაესხნენავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე „ბოევიკებმა“ თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ToloNews ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმხილველების თქმით, იმამ ზამანის მეჩეთის ტერიტორიაზე აფეთქებასა და სროლას ჰქონდა ადგილი.
თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
როგორც ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, თავდასხმა სამმა ან ოთხმა პირმა განახორციელა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა.
ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, ჯერ უცნობია.

ინტერპრესნიუსი