ქარიშხალ „ჰარვის“ 3 ადამიანი ემსხვერპლა, ტრამპმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

ქარიშხალ „ჰარვის“ 3 ადამიანი ემსხვერპლა, ტრამპმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადააშშ-ს შტატ ტეხასს თავს ქარიშხალი „ჰარვი“ დაატყდა. ქარის სიჩქარე 215 კმ/სთ-ს აღემატებოდა.

სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 350 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ექსპერტების შეფასებით, შტატისთვის მიყენებული ზიანის აღდგენას წლები დასჭირება.

სინოპტიკოსები შტატში კოკისპირულ წვიმებს და წყალდიდობებს ელიან.ამჟამად ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინაროებს. დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და მაშველებს თავდადებული მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადა.

ნიუპოსტი