ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ – მკვლელები ხართ! ბრავო, ნინელი! ბრავო ზაზა!

ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ - მკვლელები ხართ! ბრავო, ნინელი! ბრავო ზაზა!თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ის კულტურის მინისტრის მრჩეველს მიმართავს.

“5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ!

წავედი, ბერტოლუჩის უნ ვუყურო!!!!

ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო, ნინელი! ბრავო, ზაზა!” – წერს რეჟისორი.

ნიუპოსტი