ქეთი დოლიძის ადგილზე გიორგი სიხარულიძე დანიშნეს – “სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს”

ქეთი დოლიძის ადგილზე გიორგი სიხარულიძე დანიშნეს - "სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს"კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას ხელი მოაწერა.

ქეთი დოლიძე ამ პოსტზე გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა.
საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს ქეთი დოლიძე. მისი თქმით, 17 სექტემბრამდე ის თანამდებობაზე ოფიციალურად რჩება.

– არ მინდა ამაზე საუბარი, 17 სექტემბრამდე ოფიციალურად ვარ ამ თანამდებობაზე. სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს. – განაცხადა დოლიძემ.

ნიუპოსტი